სოფელ სოხთას ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ სოხთას ეკლესია - X-XI სს. ძეგლი მდებარეობს სოფლის მახლობლად, მდ. ფაცას ხეობაში, მაღალ მთაზე. იგი წარმოადგენდა მოზრდილ დარბაზულ ეკლესიას, რომელიც ნაგები ყოფილა ფლეთილი, ღვინისფერი და შირიმის ქვით. ამჟამად შემორჩენილია ეკლესიის კედლის ფრაგმენტები. ნაეკლესიართან ყრია ქვები რელიეფებითა და ორნამენტული მოტივებით. აღსანიშნავია ქვის ფილა ასომთავრული წარწერით: "საყდარო დიდებისაო შეიწყალე თეოდორე. სულსა გიორგისა განუსვენე. წმიდაო ეკლესიაო შეიწყალე ივანე კალატოზი". წარწერა X საუკუნით თარიღდება. ბუნებრივია, რომ ეკლესიას ჰქონდა მინაშენები, შესაძლებელია ყოფილიყო კოშკიც.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა