სოფელ ქვემო სნეკვის ზურგიანი კოშკი
სოფელ ქვემო სნეკვის ზურგიანი კოშკი - კოშკი დგას "გაბუაანის" უბნის აღმოსავლეთით 1,5 კმ.ტყიანი გორის წვერზე და მიეკუთვნება ე.წ. ზურგიანი კოშკების” რიცხვს. მისი სამხრეთი ნახევარი სწორკუთხაა, ჩრდილოეთი კი ნახევარწრიული. შესასვლელი სამხრეთის კედელში მეორე სართულის დონეზეა. იგი სწორკუთხაა, 130 სმ. სიმაღლისაა. აქვს საურდულე ბუდე. კოშკი 5 სართულის დონეზე შემორჩა. სამხრეთ კედელს I,III,IV და V სართულისე თითო სარკმელი აქვს. კოშკის პროპორციები მეტყველებენ, რომ იგი გაცილებით მაღალი უნდა ყოფილიყო. სართულშუა გადახურვები ბრტყელი, კოჭოვანი იყო. შემორჩენილია მხოლოდ საკოჭე ბუდეები. კოშკის კედლებში სათო ფურები არ შეიმჩნევა. იგი ნაშენია უხეშად დამუშავებული სხვადასხვა ჯიშის ქვის კვადრებით ქვა უმეტესად რუხი ფერისაა.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა