სოფელ ქსუისის მთავარანგელოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამხრეთ--აღმოსავლეთი ფასადი

სოფელ ქსუისის მთავარანგელოზის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - ”შოშიტაანთ” უბანში მდებარე ეკლესია დარბაზულია, შესასვლელი მოთავსებულია სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში. გაუქმებულ ფურნეს თითქმის მთელი შიდა სივრცე აქვს დაკავებული. ინტერიერის აღწერა-აზომვა გართულებულია. გადარჩენილია კამარა, აბსიდა და პილასტრები. კედლები შელესილ-შეთეთრებულია. ფასადები ნაგებია საშუალო ზომის, ფლეთილი და რიყის ქვით. შერჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. ეკლესია გადახურულია კრამიტით. ეკლესიის საერთო ზომებია (გარედან) 10,50 X 6,80 მ.




წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები