სოფელ ღვრიას სამების ეკლესია კოშკით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეგმა

სოფელ ღვრიას სამების ეკლესია კოშკით - ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ გამოყენებულია ფიქალი. შემორჩენილია დასავლეთი კედელი დაახლოებით 3-3,5 მეტრზე, დიდი ზომის სწორკუთხა სარკმლით. სამხრეთით შიგნით თაღოვანი, გარედან არქიტრავული შესასვლელია. კარი ნაოთხალია. მიწის დონე თითქმის შესასვლელის თაღს აღწევს. სამხრეთით და ჩრდილოეთით პილასტრის ქვედა ქვები ჩანს. აღმოსავლეთით აბსიდის მხოლოდ სამხრეთი ნაწილია შემორჩენილი. სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში კრონშტეინია. ინტერიერი სავსეა მიწითა და ჩამონაშალი – ქვით. ეკლესიას დასავლეთიდან კოშკი ებჯინება. კოშკი მთლიანად ამოვსებულია მიწით, სართულიანობის დადგენა ჭირს. ეკლესია ძლიერ არის დაზიანებული.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები