სოფელ ძარწემის გალავნები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ ძარწემის გალავნები - შუა საუკუნეები - სამხრეთ-დასავლეთით 1 კმ-ზე, (ადგილი ”გალავნები”), მდ. დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირზე შემორჩენილი გალავანი სწორკუთხა ფორმისაა. იგი ძლიერ დაზიანებულია. მდინარისპირა ფლატის ჩაშლისას მთლიანად დაიღუპა დასავლეთი კედელი. გადარჩენილია ჩრდილოეთი კედლის 20 მ-ის სიგრძისა და 3 მ. სიმაღლის, აღმოსავლეთი კედლის ხუთიოდე მეტრის სიგრძისა და 3,5 მეტრი სიმაღლის ფრაგმენტები. სამხრეთი კედლიდან მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთის მცირე ფრაგმენტი გადარჩა; ჩანს საძირკველი. აღმოსავლეთ კედელთან იკითხება ნაგებობათა ნაშთი, რომელთა გეგმისა და ფუნქციის დადგენა გათხრა-გაწმენდის გარეშე შეუძლებელია. გალავანი ნაშენია რიყის და ფლეთილი ქვით.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა