სოციალური ინდიკატორები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოციალური ინდიკატორები - (social indicators) - თანამედროვე საბაზრო სისტემის ერთერთი მნიშვნელოვანი თავისებურების - ახალ თვისებრივ ზრდაზე გადასვლის კრებსითი ინდექსი. სოციალური ინდიკატორები ეფუძნება იმ კრიტერიუმებს, რომლებიც იძლევა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის თვისებრივ დახასიათებას (შრომის პირობები, განათლების განვითარების დონე, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის მდგომარეობა და ხელმისაწვდომობა, შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების საშუალო წლიური ზრდა, ბავშვთა სიკვდილიანობა, კალორიის მოხმარება, სუფთა წყლით ხელმისაწვდომობა, ენერგიის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე, სრული პირადი თავისუფლება, ინფლაციის საშუალო წლიური ნორმა და ა.შ.).