სოციალური მომსახურება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოციალური მომსახურება - (social services) - გულისხმობს საზოგადოების, როგორც ერთიანი სოციალური ორგანიზმის, მომსახურებას. პირად მომსახურებასთან ერთად ქმნის არამატერიალური მომსახურების ჯგუფს. ბავშვებისა და მოხუცებულების მომსახურება საცხოვრებლის უზრუნველყოფით (უპატრონო ბავშვთა თავშესაფრები, გამოსასწორებელი სახლები, სახლები არასრულწლოვან სამართალდამრღვევთათვის, მოხუცებულებისთვის, გონებრივი ან ფიზიკური ნაკლის მქონეთათვის, მარტოხელა დედებისა და მათი შვილებისათვის), სოციალური მომსახურება საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარეშე (საქველმოქმდო და აღმზრდელობითი საქმიანობა, სტიქიური უბედურებისაგან დაზარალებულთა, დევნილთა, იმიგრანტთა დახმარება და სხვ.). სოციალური მომსახურება, ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად, ცალკე განყოფილებად შედის გაეროს სსდკ-ში.