სოციალურ-როლური კონფლიქტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალურ-როლური კონფლიქტი - (social role conflicte), ინდივიდისაგან მოსალოდნელი ორი ან მეტი – სოციალური როლის გაცნობიერებული შეუთავსებლობა, ან სოციალური როლისა და პიროვნების შეუთავსებლობა, როლური კონფლიქტი ინდივიდზე სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ზეწოლის შედეგადაც ჩნდება, როდესაც მის მიმართ ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნებს აყენებენ და, ასევე, როდესაც როლი გაურკვეველია ან ორაზროვანი. როლებრივ კონფლიქტს შეუძლია გამოიწვიოს შფოთვა, დაძაბულობა, დისტრესი – ეფექტურობის დაქვეითებით.

პრობლემის მოგვარება შესაძლებელია შეუთავსებელ როლებზე უარის თქმით, გაუგებარი ან ორაზროვანი როლის თავიდან გააზრებით, საწინააღმდეგო მოთხოვნებისადმი კომპრომისის ძიებით.




წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები