სპააკი პოლ ანრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლ ანრი სპააკი

პოლ ანრი სპააკი – (ნიდერლ. Paul Henri Charles Spaak; 25 იანვარი 1899 – 31 ივლისი 1972), ბელგიის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი.

1936-37 იყო ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1938-39 – პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 1939 წლის ივნისიდან – კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრი. 1935-39 სპააკი გამოდიოდა კოლექტიური უსაფრთხოების იდეის წინააღმდეგ და მხარი დაუჭირა ინგლისისა და საფრანგეთის მიუნხენის გარიგებას ჰიტლერელ გერმანიასთან. 1940 წლის მაისში, ბელგიაში გერმანიის ჯარების შეჭრის შემდეგ, სპააკი ბელგიის მთავრობის შემადგენლობასთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა, ხოლო 1940 წლის ოქტომბერში – ლონდონში გადაინაცვლა, სადაც ომის ბოლომდე დაყო. 1946 არჩეულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი სესიის თავმჯდომარედ. 1947-49 პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრია. ომის შემდგომ წლებში იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა დასავლეთ ევროპული ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის ღონისძიებებში, აგრეთვე ჩრდილოეთ ატლანტიკის სამხედრო კავშირის შექმნაში. 1954-57 ეკავა რა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი, იყო ევროპული ეკონომიკური გაერთიანებისა (საერთო ბაზარი) და „ევრატომის შექმნის ერს-ერთი ინიციატორი. 1956 სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში ეწვია სსრკ-ს. 1957-61 ნატოს გენერალური მდივანია. 1961 წლის აპრილიდან – ბელგიის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ პერიოდში სპააკი უწევდა რა ანგარიშს მსოფლიოში შექმნილ რეალურ მდგომარეობასა და ბელგიის საზოგადოებრიობის განწყობილებას, გამოდიოდა მშვიდობიანი თანაცხოვრების პოლიტიკის მხარდამჭერად, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დიალოგის მომხრედ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა 1966-მდე, რის შემდეგაც ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას და ამერიკული კომპანია „International Telegraph and Telephone“ -ის ერთ-ერთი ადმინისტრატორი გახდა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები