სპაფარის ელჩობა ჩინეთში 1675-76
სპაფარის ელჩობა ჩინეთში 1675-76 – გაგზავნა რუსეთის მთავრობამ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ამურისპირეთში მცხოვრები რუსების წინააღმდეგ ცინების ჯარების აგრესიული მოქმედებებით იყო გამოწვეული, ასევე რუსეთსა და მანჯურიელთა ჩინეთს შორის დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობათა დამყარების მიზნით.
ელჩობას მეთაურობდა საელჩო პრიკაზის თარჯიმანი ნ.გ. სპაფარი (მილესკუ), რომელმაც ელჩის რანგი მიიღო. 1676 წლის 15 (25).V-დან I(II).IX-მდე. სპაფარი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პეკინში ცინების მთავრობის წარმომადგენლებთან და იმპერატორ სი უან ესთან (კანსი), მოლაპარაკებებს არ მოჰყოლია რაიმე შეთანხმების ხელმოწერა, თუმცა მან ხელი შეუწყო მხარეთა პოზიციების გარკვევას და ორმხრივ დაინტერესებას დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობათა დამყარებით. ცნობები ცინების ჩინეთში სპაფარის ელჩობის შესახებ თავმოყრილია მის წიგნებში: „მოგზაურობა ციმბირის გავლით“, „ჩინური წიგნი“ და სხვა.