სპეკულაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპეკულაცია - (speculation) - ყიდვა-გაყიდვის პრაქტიკა მოგების მიღების მიზნით, ფასების ან ვალუტის კურსის ცვლილების საფუძველზე. სპეკულაციას ახორციელებენ სპეკულანტები და ჰეჯერები. სპეკულანტი, ჰეჯერისაგან განსხვავებით, ამჯობინებს რისკს და მხარს უჭერს ღია პოზიციას. ჰეჯერს ხელთ აქვს მომავალი აქტივები და ვალდებულებები, ხოლო სპეკულანტს - მხოლოდ აქტივები, ან მხოლოდ ვალდებულებები, იმის მიხედვით, რომ კონტრაქტის დასრულებისას რა სიტუაცია ჩამოყალიბდება მის სასარგებლოდ.

არსებობს სპეკულაციის ორი ძირითადი სახე - შორტ-გაყიდვა და შორტ-ყიდვა, აგრეთვე მოგების მიღების მრავალი ხერხი, რომლებიც უკავშირდება როგორც ფასების ცვალებადობას, ისე რისკის დაზღვევას (ჰეჯირება). სპეკულაცია ხელს უწყობს ფასების გათანაბრებასა და სტაბილიზაციას, უზრუნველყოფს ლიკვიდურობას.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები