სპეციალიზაციის კოეფიციენტი
სპეციალიზაციის კოეფიციენტი - (specialization coeficient of) - სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს რამდენად სპეციალიზებულია ეკონომიკური რეგიონი ეკონომიკური საქმიანობის განსაზღვრულ სფეროში. სპეციალიზაციის კოეფიციენტი გამოხატავს სხვაობას განსახილველი რეგიონის ეკონომიკის სტრუქტურასა და მთელი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურას შორის, რომლის შემადგენელი ნაწილიც ეს რეგიონია.
სპეციალიზაციის კოეფიციენტი გამოისახება ფორმულით:
სადაც SAJ - a დარგის წილია j რეგიონის ეკონომიკაში, ხოლო SAN - a დარგის წილი - ქვეყნის მთელ ეკონომიკაში (ორი ვერტიკალური ხაზი გამოხატავს აბსოლუტურ სიდიდეს, ე.ი. იგნორირებულია სხვაობის ნიშანი). კოეფიციენტის ნულთან ტოლობა ნიშნავს, რომ რეგიონის ეკონომიკურის ტრუქტურა მთლიანად ემთხვევა ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურას.
რაც უფრო მეტია კოეფიციენტის სიდიდე, მით უფრო განსხვავდება რეგიონის ეკონომიკური სტრუქტურა ქვეყნის საშუალო ეკონომიკური სტრუქტურისაგან და მით უფრო მაღალია მისი სპეციალიზაცია.