სპეციალური დაზვერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპეციალური დაზვერვა - ოპერატიული დაზვერვის სახეობა; იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებსაც გაერთიანებების შტაბები, სპეციალური დანიშნულების შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები ახორციელებენ. მათი მიზანია მოწინააღმდეგის შესახებ ცნობების მოპოვება, სპეციალური ღონისძიებების გატარება და პარტიზანული მოძრაობის ორგანიზებაში დახმარების გაწევა.

სპეციალური დაზვერვის ძირითადი ამოცანებია: ცნობების მოპოვება მოწინააღმდეგის ბირთვული თავდასხმის საშუალებების, სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსების, რეზერვების, ჯარების ფორმირებების, მართვის პუნქტების, აეროდრომების, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ბაზების, ოპერატიული ზურგის ობიექტებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ; მტრის მოქმედებების ხასიათის და განზრახვების, აგრეთვე საომარი მოქმედებების თეატრის (ოპერაციის რაიონის) ოპერატიული მოწყობის გამოვლენა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები