სპეციალური ლექსიკონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სპეციალური ლექსიკონი – ლექსიკონი, რომელიც გარკვეული სპეციალობისათვის, დარგისათვის ნიშანდობლივ ლექსიკას აღწერს და განმარტავს. ამგვარ ლექსიკონს, თვალსაჩინოების მიზნით, განმარტებებთან ერთად ხშირად გრაფიკულ ილუსტრაციებსა თუ სურათებსაც ურთავენ. მასალის სიმდიდრითა და ლექსიკოგრაფიული ღირსებებით ცნობილია ლ. ლეონიძის „მესაქონლეობის ლექსიკონი“ (1925), ა. მაყაშვილის „ბოტანიკური ლექსიკონი“ (1961) და სხვ.