სპეციალური მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპეციალური მომზადება - სპეციალური ჯარების (ძალების) და ზოგიერთი გვარეობის ჯარების (ძალების) პირადი შემადგენლობისათვის იარაღის (სამხედრო ტექნიკის) გამოყენების და ბრძოლაში ფუნქციურ მოვალეობათა შესრულების, აგრეთვე ქვედანაყოფის შემადგენლობაში შერწყმული მოქმედებების სწავლება.

სპეციალური მომზადებაში გამოიყენება სწავლების ფორმები და მეთოდები, რომლებიც საყოველთაოდ არის მიღებული საბრძოლო მომზადებაში. ძირითადი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობას, რომელზეც ღრმავდება იარაღის (სამხედრო ტექნიკის) ცოდნა, იხვეწება მისი გამოყენების ხერხები, ურთიერთშეცვლა გათვლებში (ეკიპაჟებში), უმჯობესდება ფუნქციური მოვალეობებისა და ნორმატივების შესრულების უნარ-ჩვევები.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები