სპირურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სპირურა – (Spirura; ბერძნ. speira სპირალი + oira კუდი) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Spiruridae-ს ოჯახს, Spirurata-ს ქვერაზმს.
Spirura rytipleurites – სახეობა, პარაზიტობს მელიის და კატის საყლაპავსა და კუჭში. იწვევს მათ სპირურატოზს, რის შედეგად ირღვევა კუჭნაწლავის ტრაქტის მოქმედება.