სპიტაკი (გარგარის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპიტაკი

სპიტაკი - სომხეთში გავრცელებულია გარგარის ჯიში თეთრი ნაყოფით. თავისი ვეგეტაციური ნიშნებით, ხის განვითარებით, ნაყოფის გარეგნული ნიშნებით და აგრეთვე ნაყოფის ხორცის სიმკვრივითა და გემოთი ეს ჯიში ძალიან წააგავს აღჯანაბადის სახელწოდებით საქართველოში გავრცელებულ გარგარის ჯიშს.

მხოლოდ განირჩევა მისგან იმით, რომ კურკა აქვს თავისუფალი იმ დროს როცა აღჯანაბადის კურკა ძნელად სცილდება ხორცს. მხოლოდ აღჯანაბადის სახელწოდებით სომხეთში გავრცელებული ჯიში არ წააგავს არც ერთ ჯიშს. ერევნული აღჯანაბადი წვრილი და ძლიერ შაქრიანია.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები