სრაოშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სრაოშა(ირან.) „გაგონება“, „მორჩილება“, ღვთისმოსაობის განსახიერება, რომელიც უპირისპირდება ეშმას, მის თვითნებობას. იგი ავესტას მიხედვით, აჰურა-მაზდას მაცნეა. სრაოშა ცოცხლებს ცდუნებებისგან იხსნის და სწორ გზას უკვალავს. ლახტით, ლახვრითა და საბრძოლო ცულით უგერიებს მათ ბოროტ სულებს; ხოლო, როგორც საიქიოს ერთ-ერთი მოსამართლე, მკვდართა სამართალს განსჯის ჩინვატის ხიდზე გადასვლისას. სრაოშამ გამოსცადა ზარათუსტრა რწმენის სიმტკიცეში და დალოცა იგი წინასწარმეტყველად და სარწმუნოების მოძღვრად. სრაოშა განიცხადებს ქვეყნის დასასრულის საიდუმლოს მომავალ სამ საოშიანტს, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მოევლინებიან კაცობრიობას.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები