სროლის ტოპოგეოდეზიური მომზადება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სროლის ტოპოგეოდეზიური მომზადება - ღონისძიებების კომპლექსი ტოპოგეოდეზიური მონაცემების მოსაპოვებლად. რაკეტების გაშვების, არტილერიის სროლის და საარტილერიო დაზვერვის საშუალებების უზრუნველსაყოფად. მოიცავს: საცეცხლე პოზიციების, სამეთაურო პუნქტების და სამეთაურო-სათვალთვალო პუნქტების, საგუშაგოების (პოზიციების), საარტილერიო დაზვერვის საშუალებების კოორდინატების და სიმაღლეების, აგრეთვე საორიენტირო მიმართულებების დირექციული კუთხეების განსაზღვრას.