სტამბოლიშვილი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხეილ სტამბოლიშვილი – (1904-1970), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი, დაიბადა სოფელ ლეღვაში (ქობულეთის რაიონი). აჭარის პედაგოგიური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1928), 193) წლიდან სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ფილოსოფიის სპეციალობით. მომდევნო წლიდან სასწავლებლად გაიგზავნა მოსკოვში ფილოსოფიის, ისტორიისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ფილოსოფიის ფაკულტეტის მეორე კურსზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1936) ბრუნდება ბათუმში და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტის დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის მასწავლებლად იწყებს მუშაობას, სადაც 1938 წლიდან კათედრის გამგეა, პარალელურად - სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორი.

მ. სტამბოლიშვილის მეცნიერული კვლევა-ძიების მთავარ სფეროს შეადგენდა საზოგადოების განვითარების კანონზომიერება, საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობების მიმართებანი, შესაძლებლობისა და სინამდვილის კატეგორიები.


თხზულებები

საწარმოო ძალებისა და წარმოებით ურთიერთობათა განვითარების დიალექტიკა სოციალისტურ საზოგადოებაში“ (თბილისი, 1962).

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები