სტანდარტული სახე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტანდარტული სახე
1) დადებითი რიცხვის სტანდარტული სახე – ამ რიცხვის წარმოდგენა a·10n ნამრავლის სახით, სადაც 1≤a≤10 და nϵZ. თუ რიცხვი ჩაწერილია a·10n სტანდარტული სახით, მაშინ ხარისხის n მაჩვენებელს ეწოდება რიცხვის რიგი. მაგალითად:
- ა) 23700-ის სტანდარტული სახეა 2,37·104.
- ბ) (0,43 -ის სტანდარტული სახეა 4,3·10-1.
- გ) 1/70- ის (მიახლოებითი) სტანდარტული სახეა 1,43·10-2.
რიცხვის სტანდარტული სახით ჩაწერას ხშირად იყენებენ საკმაოდ დიდი და მცირე რიცხვების ჩასაწერად.
2) მრავალწევრის სტანდარტული სახე – მრავალწევრის სახე მსგავსი წევრების შეკრების შემდეგ.