სტევინი სიმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Stevini simon.PNG

სტევინი სიმონ (1548 – 1620), ჰოლანდიელი მათემატიკოსი და ინჟინერი. სტევინმა ევროპაში პირველმა დაიწყო ათწილადების გამოყენება. განიხილა განტოლების უარყოფითი ფესვები. მოითხოვა ზომისა და წონის ათობითი სისტემის შემოღება; სცნო განტოლების უარყოფითი ფესვები. გამოაქვეყნა ტრაქტატები მათემატიკისა და მისი გამოყენების საკითხებზე.

სტატიკას სტევინი აგებს აქსიომატური მეთოდით. მექანიკაში მისი ძირითადი ნაშრომია – „სტატიკის საწყისები“ (1586).

დახრილ სიბრტყეზე ტვირთის დაშლის წესის გამოყენებით სტევინმა გამოიყვანა მოცემული ძალის ორ ურთიერთპერპენდიკულარულ მდგენელად დაშლის წესი და ორი ურთიერთპერპენდიკულარული ძალის შეკრების წესი. შემდეგ ეს წესი განაზოგადა და დაადგინა ძალის დაშლა პარალელოგრამის წესით. მანვე შემოიღო ძალის ზემოდან ხაზით გამოსახვის ხერხი; მოგვცა სამი თავმოყრილი ძალის წონასწორობის წესი ჩაკეტილი სამკუთხედის სახით; ჩამოაყალიბა ჰიდროსტატიკური წნევის კანონი: ნავიგაციაში წამოაყენა გრძედის განსაზღვრის მეთოდი კომპასის მაგნიტური ისარის ბრუნვის დახმარებით შემოიღო ლოქსოდრომის ცნება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები