სტერეოტიპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტერეოტიპი – (ბერძნ. stereos მაგარი, typos – ანაბეჭდი), ერთხელ ნაპოვნი და შემდგომ ტრადიციად ქცეული, საყოველთაოდ გავრცელებული მხატვრული გააზრება, მხატვრული ხერხი, მხატვრული სახე, სცენური გამომსახველობა. ნებისმიერი ინოვაცია გულისხმობს სტერეოტიპების მსხვრევას. სტერეოტიპის სიმყარე მის ფარულობაშია. კლიშესა და შტამპისგან განსხვავებით, იგი გარეგნულად ინარჩუნებს მხატვრულ იერს, ზედაპირულ მიმზიდველობას. დრამატურგიულ, სარეჟისორო, სამსახიობო შტამპებთან ბრძოლა სტერეოტიპის დამარცხების მოსამზადებელი საფეხურია.