სტეფანოზ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტეფანოზ II – ქართლის ერისმთავარი VII საუკუნის შუა წლები და მე-2 ნახევარში –„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ადარნასეს ძე. იგი მოხსენიებულია ჯვრის ქტიტორულ წარწერაში. ტაძარზე გამოსახულია მისი ორი რელიეფური ქანდაკება: აღმოსავლეთის ფასადზე მამასთან, ადარნასესთან ერთად, ხოლო სამხრეთ ფასადზე, ცალკე, სადაც 20-12 ელის ჭაბუკია.

ჯუანშერი სტეფანოზ II-ს ახასიათებს ენერგიულ და გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ. მემატიანეს სიტყვებით იყო „განწმენდილი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა“. მან ააგო ჯვრის ტაძრის ზღუდე.

ჰერაკლე კეისრის ლაშქრობამ დასცა ირანის ძლიერება. ამდენად სტეფანოზ II დამოუკიდებელი მმართველი გახდა, კავშირი დაამყარა ბიზანტიასთან და მიღო პატროკიოსის ტიტული.

ქართული წყაროების მიხედვით სტეფანოზ II-ის დროს საქართველოში პირველად გამოჩნდნენ არაბები. ისინი აქ სომხეთში დამარცხებული სომხეთში დამარცხებული ბიზანტიელი სარდლის მავრიანოსის დევნამ მიიყვანა. სტეფანოზმა საღად შეაფასა შექმნილი ვითარება და არაბთა უზარმაზარი ძალის წინააღმდეგ ომის დაწყებას მოლაპარაკება არჩია. გადადგა დიპლომატიური ნაბიჯი და არაბთა სარდალს ჰაბიბ იბნ-მასლამას საჩუქრებით დატვირთული ელჩი გაუგზავნა. სარდალმა მირთმეული ძღვენი ერისმთავარს მომავალი ხარკის ანგარიშში ჩაუთვალა და ქართველებს შეუვალობის წიგნი უბოძა, რომელიც „დაცვის სიგელის“ სახელით არის ცნობილი.

სტეფანოზ II-ის ზეობის წლები:

  • ვახუშტი 639-663;
  • გ. ჩუბინაშვილი - ერისმთავრად დაჯდა 634-635;
  • გ. გუჩუა VII საუკუნის II ნახევარი;
  • გ. აბრამიშვილი 634-636 – 681-682;
  • ნ. შოშიაშვილი მ. სვანაძე VII საუკუნის შუა წლები.

ვ. გუჩუა ჯვრის ქტიტორთა წარწერების მიხედვით ქაბულ-სტეფანოზი ადარნასეს ძედ მიაჩნია გ. ჩუბინაშვილს, ხოლო ვ. ჯობაძე მას დაწინაურებულ სამხედრო პირად, სტრატეგოსად მიიჩნევს. ითვალისწინებს რა ჯობაძის აზრს, ატენის სიონის წარწერას ა. ბოგვერაძის აზრით სტეფანოზ II მურვან ყრუს თანამედროვეა ე.ი. VIII საუკუნის მოღვაწეა და არა ადარნასეს ძე. ხოლო თუ რომელიმე ერისმთავარი იჯდა ქართლში ჰაბიბ-იბნ მასლამას შემოსვლის დროს მეცნიერი არ აზუსტებს.

მ, სანაძის აზრით, ჰერაკლე კეისრის ლაშქრობა ქართლში სტეფანოზ II-ის ერისმთავრობა VII ს 20/30-იან წლებში გადააქვს. აღნიშნული ლაშქრობის დაკავშირება სტეფანოზ I-თან მას ანაქრონიზმად მიაჩნია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები