სტეფანოპულოსი კონსტანტინოს
კონსტანტინოს სტეფანოპულოსი – (ბერძ. Κωνσταντίνος Στεφανόπουλος; 15 აგვისტო 1926 – 20 ნოემბერი 2016), საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1964-დან. როდესაც იგი აირჩიეს პარლამენტის წევრად, ეკავა მრავალი სამთავრობო პოსტი.
1974 წლის ნოემბრიდან 1976 წლის სექტემბრამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი;
1976 წლის სექტემბრიდან – 1977 წლის ნოემბრამდე – სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი;
1977 წლის ნოემბრიდან – 1981 წლის ოქტომბრამდე – მინისტრი პრემიერ-მინისტრის კაბინეტში.
შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკურ მოღვაწეობას.
1995 წლის 10 მარტიდან — 2005 წლის 12 მარტამდე საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი;
1999 წლის 9-11 მაისს სტეფანოპულოსი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ვიზიტის მსვლელობისას ესტუმრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დაჯილდოებულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.