სტოკჰოლმის სამოკავშირეო ხელშეკრულება 1724
სტოკჰოლმის სამოკავშირეო ხელშეკრულება 1724 – ხელმოწერილ აქნა 4.III სტოკჰოლმში, რუსეთის მხრიდან შვედეთში წარგზავნილი მ.პ. ბესტიუჟევ-რიუმინის, ხოლო შვედეთის მხრიდან საგარეო საქმეთა კოლეგიის პრეზიდენტის გრაფ გორნოს მიერ.
ნიშტადტის 1721 სამშვიდობო ხელშეკრულებამე რუსეთს არა მარტი ლიფდანდია, ესტლანლია, ინგრია და კარელია დაუმკვიდრა, არამედ შვედეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენაც გაუხსნა გზა. პეტრე I ესწრაფოდა, არ დაეშვა შვედეთის კავშირი ინგლისთან. შვედეთში წარგზავნილი მ.პ. ბესტიუჟევ-რიუმინი ამ მიმართულებით ენერგიულად მოქმედებდა და მის მიერ დაწყებული მოლაპარაკებები სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა. მხარეებმა დაადასტურეს ნიშტადტის სამშვიდობო ხელშეკრულება, ერი-ერთ მხარეზე რომელიმე ევროპული ქრისტიანული სახელმწიფოს თავდასხმის შემთხვევაში, მეორე ვალდებულებას იღებდა, ყველა ღონე ეხმარა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის. ამ მცდელობის ჩაშლის შემთხვევაში მხარეები ვალდებულებას იღებდნენ ერთმანეთისათვის გაეწიათ დახმარება სახმელეთო და საზღვაო ძალებით. მხარეები პირობას დებდნენ, რომ არ შევიდოდნენ არანაირ კავშირში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სამოკავშირეო ხელშეკრულებას. საიდუმლო მუხლებში გათვალისწინებული იყო მხარეების ვალდებულება, ხელი შეეწყოთ პოლშტაინის ჰერცოგისათვის, დაებრუნებინათ დანიის მიერ დაპყრობილი შლეზვიგი, ასევე გარანტიები ეძლეოდა პოლონეთის სახელმწიფო მოწყობას. 1726 ავსტრია შეუერთდა სტოკჰოლმის სამოკავშირეო ხელშეკრულებას და მის „საიდუმლო არტიკულს”. ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით 5.VIII.1735 მისი მოქმედება განახლებულ იქნა. 1738-დან რუსეთ-შვედეთის ურთიერთობები გაუარესდა, ხოლო 1741 შვედეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს.