სტრატფორდ კანინგი, ვიკონტ სტრატფორდ დე რედკლიფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩარლზ სტრატფორდ კანინგი, ვიკონტ დე რედკლიფი – (ინგლ.Stratford Canning, 1st Viscount Stratford de Redcliffe), ინგლისელი დიპლომატი.
1810-12. როგორც საქმეთა რწმუნებული, მეთაურობდა ბრიტანეთის საელჩოს თურქეთში;
1814-18 – დესპანი შვეიცარიაში. მონაწილეობა მიიღო ჟენევის კონგრესის 1814-15 მუშაობაში.
1819-23 – დესპანი აშშ-ში;
1825-27– ელჩი თურქეთში.
1832 დაინიშნა ელჩად რუსეთში, მაგრამ იგი არ მიიღო ნიკოლოზ I-ის მთავრობამ.
1841-46, 1848-51, 1853-58 კვლავ ელჩად არის თურქეთში.
1852-დან – ლორდთა პალატის წევრი.