სტრეზის კონფერენცია 1935

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტრეზის კონფერენცია 1935 − 11-14 აპრილს ქ. სტრეზაში (იტალია) შედგა კონფერენცია გერმანიის მიერ ვერსალის საზავო ხელშეკრულების დარღვევის შესახებ. მასში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობათა მეთაურები. განიხილეს საფრანგეთის მემორანდუმი გერმანიის მიერ ვერსალის საზავო ხელშეკრულების სამხედრო მუხლების დარღვევის თაობაზე.

კონფერენციის მონაწილეებმა დაგმეს ჰიტლერული მთავრობის მოქმედება, კერძოდ, სამხედრო ავიაციის აღდგენა, საყოველთაო სამხედრო ბეგრის შემოღება და დაადასტურეს ერთგულება ლიკარნოს ხელშეკრულებისადმი, დიდმა ბრიტანეთმა უარი განაცხადა გერმანიის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებაზე, რითაც ფაქტობრივად გაბათილდა კონფერენციის მნიშვნელობა. ბენიტო მუსოლინის აგრძნობინეს. რომ იტალიის აგრესიას ეთიოპიაში არ შეეწინააღმდეგებოდა დიდი ბრიტანეთი. ე.წ. „ბურჟუაზიული“ პრესის შეფასებით, სტრეზის კონფერენციამ შექმნა მშვიდობის ფრონტი“ (სტრეზის ფრონტი), რეალურად კი ეს იყო აგრესორთა „დაშოშმინების” პოლიტიკის მორიგი ეტაპი.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები