სტრონგილოიდოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტრონგილოიდოზი − (strongyloidosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Strongyloides + ბერძ. osis დაავადება), ღორის, მცხონელი ცხოველების, ცხენის, ბოცვერის, ადამიანის ჰელმინთოზი. აღმძვრელები – Strongyloides-ის გვარის ნემატოდები პარაზიტობენ წვრილი ნაწლავების ლორწოვან გარსში. გავრცელებულია ყველგან. უპირატესად ავადდება მოზარდეული. უფროსი ასაკის ცხოველები პარაზიტმატარებლები არიან. დაავადება მიმდინარეობს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ფორმებით.
სიმპტომები: საწყის სტადიაზე აღინიშნება კანის ქავილი, ცხოველი მოუსვენრად არის და ახველებს. შემდეგ იგი სუსტდება და სიგამხდრე პროგრესირებს; მატულობს სხეულის ტემპერატურა, ირღვევა ნაწლავის პერისტალტიკა, ვითარდება ფაღარათი ან ყაბზობა. ცხოველი საკვებს აღარ იღებს და ზრდა-განვითარებაში ჩამორჩება.