სტრუქტურირებული კლინიკური ინტერვიუ დიაგნოსტიკისთვის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტრუქტურირებული კლინიკური ინტერვიუ დიაგნოსტიკისთვის - (Structured Clinical Interviw for Diagnosis) მოცემული ინსტრუმენტი (SCID) წარმოადგენს დიაგნოსტიკური შეფასების პროცედურას, რომელიც შექმნილია DSM დიაგნოზების დასასმელად. ის პირველად DSM-III R-თან ერთად გამოიცა. ის კლინიცისტმა შეიძლება გამოიყენოს როგორც გამოკვლევის ჩვეული პროცედურის ნაწილი, კონკრეტული დიაგნოზის დასადასტურებლად; აგრეთვე, გამოკვლევის ან სკრინინგის ჩატარებისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობების სისტემატური შეფასებისთვის (Spitzer et al., 1987). არსებობს SCID-ის სხვადასხვა ვერსია: პაციენტისთვის განკუთვნილი ვერსია გამოიყენება იმ პირებთან, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან როგორც ფსიქიატრიული პაციენტები, ხოლო მეორე გამოცემა - არაპაციენტებისთვის - ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევებში. გარდა ამისა, SCID-II გამოიყენება DSM IV-ის II აქსის აშლილობების, კერძოდ, პიროვნული აშლილობის დიაგნოსტირებისთვის.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები