სუდარუშკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„სუდარუშკა“ — (რუს. Сударушка), წყნარი ნარნარი ცეკვა. აგებულია სვერდლოვსკის ოლქის ცეკვებისათვის დამახასიათებელი რუსული ხალხური მოძრაობების საფუძველზე. ცეკვაში ორი ფიგურაა. პირველ ფიგურაში 16 ტაქტია, მეორეში — 8 ტაქტი. ტემპი — ნელი. მუსიკალური ზომა — 2/4.