სულის გადმოსვენება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სულის გადმოსვენება – სტიქიური უბედურების ან სხვა შემთხვევითი მოვლენის მიზეზით ოჯახის გარეთ დაღუპული და უკვალოდ დაკარგული მიცვალებულის სულის შინ გადმოსვენებასთან დაკავშირებული მაგიური ხასიათის რიტუალი. ძირითადად გვხვდება საქართველოს მთიან კეთხეებში (ხევსურეთი, სვანეთი).
დ. წერედიანი
ლიტერატურა
- ნ. ჯანაშია, წყალმი დამხრჩვალის სულის დაჭერა, „მოამბე“, 11, 1897;
- მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956;
- ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I, 1960.