სუპერცათამბჯენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სუპერცათამბჯენი — მეტად მაღალი შენობა. ამჟამად ზოგიერთ ქვეყანაში მუშავდება პროექტები მეტად მაღალი საცხოვრებელი სახლებისა, რომლებსაც ექნებათ 578 და მეტი სართული. მომავალში გათვალისწინებული ერთ-ერთი შენობა განკუთვნილია 45 ათასი მობინადრისათვის. რკინაბეტონისა და ფოლადის უზარმაზარ კარკასზე ჩამოხუნძლულია (ან ჩამოკიდებულია) მრავალრიცხოვანი სახლი ცილინდრის, სფეროს და პარალელეპიპედის ფორმისა. იქ ასვლა შეიძლება სწრაფად მოძრავი ლიფტით ან ვერტმფრენით.