სუუ ბოინუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუუ ბოჲნუნა (ბალყ.-ყარაჩ. Суу бойнуна – „ნაპირისკენ“) – ქორწილის შემდგომი ციკლის ბალყარულ-ყარაჩული წეს-ჩვეულება – პატარძლის პირველი გაყვანა წყაროზე. ქორწილიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ახალრძალი ქალიშვილებისა და ახალგაზრდა ქალების თანხლებით წყლის მოსატანად წყაროზე გადიოდა, სადაც მის პატივსაცემად ცეკვა-თამაშით ერთობოდნენ. ამ დღიდან ახალრძალს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა გამყოლის გარეშეც შეეძლო.



ლიტერატურა

Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები