სუქანია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუქანია(ინდ.) მოხუცი ბრძენის ჩიავანას ერთგული ცოლი.

ერთხელ აშვინებმა – ორმა ძმამ, ნასატიამ და დასრამ, ტბორიდან ბანაობის შემდეგ ამოსული სუქანია დაინახეს და მოიხიბლნენ მისი სილამაზით. შესთავაზეს ქალს, რომელიმე მათგანი აერჩია და ცოლად წაჰყოლოდა. სუქანიამ მიუგო, რომ მას ქმარი ჰყავდა, სხვას ვერ წაჰყვებოდა. მაშინ აშვინებმა უთხრეს: „რაში გარგია, მზეთუნახავო, გადაყრუებული მოხუცი. მიატოვე იგი და წამოგვყევი, ჩვენი სილამაზე არასოდეს დაჭკნება. ჩვენ მარადიული ჭაბუკები ვართ“. სუქანიამ მიუგო, რომ ვერ უღალატებს ქმარს, მოხუცებული და მახინჯიც რომ იყოს. მაშინ აშვინებმა უთხრეს: „თუ გსურს, ჭაბუკობას დავუბრუნებთ შენს ქმარს და ჩვენ სამს შორის აირჩიე სასურველი“. დაეკითხნენ ჩიავანას და თანახმა გახდა.

მაშინ სუქანიაც დაეთანხმა. აშვინები და ჩიავანა ერთად ჩავიდნენ ტბორში. სუქანია ნაპირზე უცდიდა მათ. როცა წყლიდან ამოვიდნენ და წარდგნენ ქალის წინაშე, მან ვერ განასხვავა ერთმანეთისგან ეს სამი ულამაზესი ჭაბუკი. სუქანიამ მათ შორის ვერ გამოიცნო თავისი ქმარი. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. მაშინ ჩიავანამ ისეთი ნიშანი მისცა თავის ცოლს, რომელიც მხოლოდ მათთვის იყო ცნობილი. და სუქანიამაც ის აირჩია. ასე დაუბრუნდა ჩიავანას თავისი ერთგული ცოლი და ცოლთან ერთად სიჭაბუკეც.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები