სუშივაინი
სუშივაინი − Sushiwine, მსუბუქი, ტკბილ-მჟავე ღვინო.
2000 წელს ფრანგი მეღვინე ბერნარ ჟერმენმი ვიზიტით ეწვია „ამომავალი მზის ქვეყანას“ იაპონიას, სადაც მან იაპონიის პირველ სომელიე ბატონ ტასაკასთან ერთად ჩაატარა მსოფლიოში წარმოებული სხვადასხვა ღვინისა და იაპონური სამზარეულოს კერძების დეგუსტაცია, რის შედეგადაც სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ძალიან რთულია იაპონური კერძისათვის ღვინის შერჩევა. ბერნან ჟერმენმა გადაწყვიტა ახალი ღვინის შექმნა, რისთვისაც მან 2 წელიწადი მოანდომა ყურძნის ჯიშების შერჩევას. 2002 წელს შეიქმნა სრულიად ახალი პროდუქტი „სუშივაინი“, რომელიც მალე პოპულარული გახდა პარიზში, ლონდონში, სტოკჰოლმში, ჰელსინკსა და მოსკოვში.
ღვინო მზადდება მდინარე ლუარის სანაპიროზე გაშენებული ყურძნის „შენენ ბლან“ და „ავინიონ ბლან“ ჯიშებიდან. ყურძენს კრეფენ ხელით და არჩევენ მხოლოდ ძალიან მწიფე მარცვლებს. ღვინის მისაღებად გადამუშავების პროცესი სხვადასხვა ყურძნის ჯიშისათვის ცალ-ცალკე მიმდინარეობს. ჩამოსხმამდე ღვინოს აყოვნებენ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. ამ წესით მომზადებული ღვინო არის ოდნავ მომჟავო-მოტკბო გემოსი, რომელიც აძლიერებს საჭმლის გემოს, მას ქმნის უფრო სრულს და მგრძნობიარეს. ზომიერი მჟავიანობისა და შაქრიანობის გამო, სუშივაინი შეეხამება როგორც თვითონ პროდუქტს, ასევე სოიოს სოუსს, რომელიც ძალზე პოპულარულია იაპონურ სამზარეულოში.
სუშივაინის მწარმოებელია საოჯახო ფირმის Vignobles Germen_et Associes განყოფილება Germain C A.