სუჰარტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუპარტო – (დ. I921), ინდონეზიის სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, მონაწილეობდა ჰოლანდიელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ 1945-49 ინდონეზიელი ხალხის შეიარაღებულ ბრძოლაში, ომის დასრულების შემდეგ ეკავა მაღალი სამეთაურო და საშტაბო თანამდებობები ინდონეზიის არმიაში. 1963-65 იყო სახმელეთო ძალების სტრატეგიული რეზერვის ჯარების მეთაური, 1966-დან გახდა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. 1967 წლის თებერვლიდან ასრულებდა ინდონეზიის პრეზიდენტის მოვალეობას, ხოლო 1968 წლის მარტიდან იყო ინდონეზიის პრეზიდენტი. 1998 ინდონეზიაში მომხდარი სახალხო გამოსვლების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები