სფერული ასტრონომია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სფერული ასტრონომია – ასტრონომიის დარგი, რომელიც შეიმუშავებს მათემატიკურ მეთოდებს ცის სფეროზე მნათობების ხილული მდებარეობებისა და მოძრაობების განსასაზღვრად. ამ მიზნით ცის სფეროზე შემოაქვთ კოორდინატთა ჰორიზონტალური, ეკვატორული და ეკლიპტიკური სისტემები. სფერულ კოორდინატებს შორის კავშირს ამყარებენ სფერული ტრიგონომეტრიის ფორმულების საფუძველზე.