სფერული ნამეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სფერული ნამეტი – სხვაობა სფერული სამკუთხედის კუთხეების სიდიდეების ჯამსა და ევკლიდური გეომეტრიის სამკუთხედის კუთხეების სიდიდეების ჯამს შორის, ე. ი. სხვაობა (A+B+C) - π, სადაც A,B,C – სფერული სამკუთხედის კუთხეებია. მას ზოგჯერ ექსცესს უწოდებენ.
ევკლიდის სიბრტყის სამკუთხედის და ლობაჩევსკის სიბრტყის სამკუთხედის კუთხეების სიდიდეებს შორის სხვაობას π-(A+B+C) უწოდებენ. დეფექტს, ანუ სამკუთხედის უკმარისობას.