სფერული სამკუთხედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სფერული სამკუთხედი – გეომეტრიული ნაკვთი სფეროზე, რომელიც შექმნილია სფეროს ერთ დიდ წრეზე არამდებარე სამი A, B, C წერტილისა და ამ წერტილების შემაერთებელი დიდი წრეწირების სამი რკალისაგან, როცა რკალების სიგრძეები ნაკლებია დიდი ნახევარწრეწირის სიგრძეზე. სფერული სამკუთხედის შიგა კუთხეებისათვის გვაქვს უტოლობა: π<A+B+C < 3π.
სფერული სამკუთხედი ეწოდება აგრეთვე ამ ფიგურის შიგნით მოთავსებულ სფეროს ზედაპირის ნაწილს.