სწავლული კომედია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„სწავლული კომედია“ – (იტალ. Commedi erudita), აღორძინების ეპოქის იტალიური დრამატურგიის და თეატრის ჟანრი. „სწავლული კომედია“ სათავეს იღებს ძველრომაული კომედიიდან. იგი დამოუკიდებელ ჟანრად ჩამოყალიბდა მე-16 საუკუნეში. მის განვითარებას ხელი შეუწყო პლავტუსისა და ტერენციუსის კომედიების შესწავლამ და თარგმნამ. ორიგინალური „სწავლული კომედიის“ მამამთავრად მიჩნეულია პოეტი და დრამატურგი ლ. არიოსტო მისმა ნაწარმოებებმა განსაზღვრეს ორი მიმა რთულება „სწავლულ კომედიაში“ – წმინდად გამრთობი (ბიბიენას „კალანდრია“) და სატირული (მაკიაველის „მანდრაგორა“, პ. არეტინოს ჯ. ბრუნოს კომედიები). ისინი დასაწყისში იცავდნენ ძველრომაულ ტრადიციებს, მაგრამ შემდგომ თავისი ნაწარმოებები გაამდიდრეს ნოველისტიკიდან ნასესხები რეალური სურათებით.

„სწავლული კომედიის“ სიუჟეტებს ხშირად იყენებდნენ კომედია დელ’არტეს სცენარებში, ესპანურ კომედიებში (ბ. ტორეს ნაარო, ლოპე დე რუედა), შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“, მოლიერის „სასიყვარულო გულდაწყვეტილობა“ შექმნილია სეკის სწავლული კომედიის („გამორჩენა“) მიხედვით.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები