სწრაფი გადაადგილება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სწრაფი გადაადგილება - გადაადგილების მეთოდი. მას იყენებენ სისწრაფის აუცილებლობის შემთხვევაში და როდესაც მოსალოდნელი არ არის მოწინააღმდეგესთან შეხება. ქვედანაყოფის ყველა შემადგენელი ნაწილი გადაადგილდება ერთდროულად, ხოლო მეთაური იმყოფება იქ, საიდანაც უკეთ შეძლებს ვითარების გაკონტროლებას.