სწრაფმყარებადი ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სწრაფმყარებადი ბეტონიბეტონის სახეობა, რომელიც ნორმალურ პირობებში გამაგრებისას შედარებით მაღალ სიმტკიცეს აღწევს ადრეულ ასაკში – 1-3 დღეში. ის მიიღწევა სწრაფმყარებადი ცემენტის გამოყენებით ან ცემენტის გამაგრების დაჩქარების სხვა ხერხით. ბეტონის სიმტკიცის ზრდაზე ადრეულ ასაკში ყველაზე მეტი გავლენა აქვს შემკვრელის თვისებებს და წყალცემენტის ფარდობას, აგრეთვე ნარევის მომზადების ტექნოლოგიას. ბეტონის გამაგრების დამაჩქარებელი დანამატებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია კალციუმის ქლორიდი, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს შედეგს, სხვა დანამატებთან შედარებით. მისი გამოყენება რეკომენდებულია პუცოლანურ, წიდაპორტლანდცემენტსა და ნელამაგრებად პორტლანდცემენტზე დამზადებულ ბეტონებში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები