სხვილისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სხვილისი, ქვემო სხვილისი, სუფნი – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ზემო სხვილისის, ივლიტა), ახალციხის ქვაბულში, მდინარე ბარბოლას (ფოცხოვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 975-1060 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან დასავლეთით 5 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1614, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება (98 %) – სომეხი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უყეოა. საქართველოს მოსახლეობის 1926 წლის აღწერით იხსენიება სხვილისის პარალელური სახელია „სუფნი”.