სხირტლაძე-სიმსივე მარგო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სხირტლაძე-სიმსივე მარგო – (1931 – 2008), სახალხო მთქმელი. დაიბადა სოფელ ხიმშში (ამბროლაური), დაოჯახების შემდეგ გადასახლდა ნამოხვანში (წყალტუბო). ლექსებს აქვეყნებდა წყალტუბოს რაიონულ გაზეთსა და ჟურნალ „სათაფლიაში“.
- ნოსტალგია
- ფიქრი ნისლად ჩამოწვება,
- თვალში ცრემლად წამომივა,
- მე სხვა ქვეყნის მზე არ მათბობს...
- არაფერი გამომივა!
- ჩემო სახლო, ჩემო კარო,
- ღმერთმა იცის, რა მოგივა!..
- მე ხომ ის მზე მენატრება,
- უჩემოდ რომ ამოგივა!