ტაბიკურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტაბიკურა (ომბოხი) (რუს. костыль ძვლის ჯოხი, კვერთხი)
1. ლითონის დეტალი ყველა ტიპის რელსის ხის შპალებთან დასამაგრებლად. ტაბიკურას აქვს განსაკუთრებული კონსტრუქცია, რომელიც ითვალისწინებს თავის (ქუდის) გადანაცვლებას ერთ მხარეს. სწორედ ამ გამონაშვერით ებჯინება რელსის ფუძე შპალს. ტაბიკურას ჩასობა ხის შპალში ხორციელდება სპეციალური მოწყობილობით ან ხელით. ხის შპალსა და რელსს შორის მოთავსებულია ლითონის ქვესადები გამჭოლი ხვრეტებით, რომელშიც გადის ტაბიკურა;
2. შენობის კარნიზის კიდულების დასამაგრებელი ზოლოვანი ლითონის ნაკეთობა.