ტაბლიაშვილი ვახტანგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვახტანგ ტაბლიაშვილი – (16 მაისი 1914, ყვარელი – 23 მაისი 2002, თბილისი), ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1969), კ. მარჯანიშვილის (1993) და შ. რუსთაველის (2000), პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1997).
დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი (1939). 1939-იდან იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი და მთავარი რეჟისორი. 1956-65 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი რეჟისორი, დადგა ზ. ფალიაშვილის „დაისი“, მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, ვერდის „ტრუბადური“ და სხვ. მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, გადაღებული აქვს ფილმები, მათ შორის მუსიკალური – „ქეთო და კოტე“ (რეჟ. შ. გედევანიშვილთან ერთად, 1948).