ტაილანდ-საფრანგეთის კონფლიქტი 1940-47

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაილანდ-საფრანგეთის კონფლიქტი 1940-47 – წარმოიქმნა ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ოთხი სასაზღვრო პროვინციისათვის (ლუანგპრაბანგი, სისოპონი, ბატამბანგიდა, სიემრეაპი) დავის შედეგად.

ტაილანდ-საფრანგეთის წინამორბედი ხელშეკრულებების მიხედვით, საფრანგეთი აღნიშნულ პროვინციებზე კოლონიურ უფლებებს ფლობდა, მიუხედავად ამისა, 1940 წლის სექტემბერში, ისარგებლა რა გერმანიასთან ომში საფრანგეთის დამარცხებით, ტაილანდმა ვიშის მთავრობას წაუყენა ულტიმატუმი ამ პროვინციების მისთვის გადაცემის მოთხოვნით. უარის მიღების შედეგად სამხედრო მოქმედებები დაიწყო. ტაილანდმა შეძლო ამ პროვინციების ოკუპაცია და აქ თავისი პოზიციები გაამყარა ტოკიოს სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომელიც იაპონიის შუამდგომლობით 9.X.1941 დაიდო საფრანგეთსა და ტაილანდს შორის.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საფრანგეთმა ტაილანდს ოკუპირებული პროვინციების ევაკუაცია მოსთხოვა, უარის შემთხვევაში ამ საკითხის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემის მუქარით, ამას მოჰყვა ტაილანდ-საფრანგეთის მოლაპარაკებები, რაც 17-XI.1946 ვაშინგტონში ხელმოწერილი შეთანხმებით დასრულდა. ეს შეთანხმება ითვალისწინებდა 1941 ტოკიოს ხელშეკრულების გაუქმებასა და საერთაშორისო სამედიატორო კომისიის შექმნას, რომელსაც საბოლოოდ უნდა დაედგინა სადავო ტერიტორიის კუთვნილება. საერთაშორისო კომისიამ, რომელშიც საფრანგეთის, ტაილანდის, ინგლისის, აშშ-ისა და პერუს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მუშაობა 27.IV.1947 დაამთავრა, თავის მოხსენებაში კომისიამ საფუძვლიანად ცნო საფრანგეთის მოსაზრებანი ომამდელი სტატუს-კვოს აღდგენის აუცილებლობის შესახებ და 13.VIII.1947 საფრანგეთისა და ტაილანდის მთავრობებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ეთანხმებიან კომისიის დასკვნებს, რაც კონფლიქტის ოფიციალურ დამთავრებას ნიშნავდა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები