ტაიტი (ძველი ეგვიპტე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტაიტი – ქვემოეგვიპტური ქალაქი, ცნობილი თავისი საფეიქრო წარმოებით. ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილი არ არის. ტაიტის ქსოვილებს ეძახდნენ „ხორის თვალს, რომელიც ტაიტიდან მოდის“. ისინი ითვლებოდა ღმერთის ნამუშევრად, რომელსაც ასევე ტაიტის ეძახდნენ. აქ წარმოებული ქსოვილი ღმერთების ქანდაკებების სამოსის შესაკერად გამოიყენებოდა.