ტაკონე ტუსენ გასპარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტუსენ გასპარ ტაკონე − (ფრანგ. Toussaint-Gaspard Taconet, 1730-1774), ფრანგი მსახიობი და დრამატურგი. მუშაობდა პარიზის ბაზრობების თეატრში. შექმნა მეწაღის ნიღაბი ცენტრალური გმირი პატარა პიესებისა, რომლებშიც იმპროვიზაციულად გამოყენებული იყო დაბალი ფენების ჟარგონი. მან დაწერა დაახლოებით 80 ასეთი პიესა: „მეწაღე-ადვოკატი“, „მეწაღე-აზნაური“, „მეწაღე-შეყვარებული“ (და სხვ.). მისი პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ გარდაცვალების შემდეგ თავად იქცა პიესების პერსონაჟად: „ტაკონე და პრევილი“, „ტაკონე რამპონოსთან“, „ტაკონე ანუ ბულვარების მსახიობი“ (და სხვ.).